воскресенье, 28 июня 2015 г.

                   
                                            IX    დღე  

       დღეს   შემაჯამებელი  მეცადინეობა  გვქონდა. გავიხსენეთ  ბლოგზე  მუშაობა  ,
    დავამატეთ  ბლოგის  წაშლა-აღდგენა,  ბლოგის  გვერდების  შექმნა , HTMI გაჯეტი,
     დღევანდელი  დღის შეჯამებამ დამანახა , რამდენი  და   რამდენად  მნიშვნელოვანი
     რამეები  გვისწავლია  ამ  9  დღეში  .
      ძალიან  კმაყოფილი  ვარ   ტრენინგისა  და  კერძოდ  ტრენერის ,  ქ- ნ  ქეთი
    ცერაძისა ,  დიდი  მადლობა  მას იმ  ყურადღებისა ,  ზრუნვისა  და  მოთმინებისათვის ,    რასაც  იჩენდა  თითოეული  ჩვენგანის  მიმართ   მასალის  ადვილად  ათვისებისათვის.
  

суббота, 27 июня 2015 г.


                                                    VIII დღე

     დღეს   ფასილიტაციაზე  ვიმუშავეთ .  მოვამზადეთ  რესურსი   და  ავთვირთეთ  ბლოგზე . პროექტს   გადავხედეთ და  ავტვირთეთ   გაჯეტში. საქმე  თანდათან  სერიოზული  და  რთული  ხდება , თან  უფრო  საინტერესოც.
                                                             დღე   VII

  დღეს  მოსწავლეთა  საჭიროებების  გათვალისწინებაზე  ვიმუშავეთ. საჭიროებების  გათვალისწინებით   შევიმუშავეთ  პროექტის  გეგმა  და  შეძლების  მიხედვით   შევქმენით  პროექტის  სამუშაო  გეგმა .  დღემ  ნაყოფიერად  ჩაიარა  . 

пятница, 26 июня 2015 г.

                                           VI  დღე

პროექტზე  მუშაობისას  მნიშვნელოვანია  მოსწავლის  მოტივირება  და  სწოეი  სამუშაო  ინსტრუქტაჟის  მიცემა  . დღეს  სწორედ  მოსწავლეთათვის  შექმნილი  ე.წ.გზამკვლევის  საფუძველზე  მოსწავლეთა   პრეზენტაციების  შექმნაზე ვიმუშავეთ საინტერესო  იყო  მოსწავლის  როლში  ყოფნა

воскресенье, 21 июня 2015 г.


                                                      V     დღე   (III  მოდული)

            დღეს  მოსწავლის  ბლოგის  შექმნაზე და მის  დიზაინზე   ვიმუშავეთ . დავამატეთ სურათების  გაჯეტი  და  გამოკითხვის გაჯეტი. განვიხილეთ  საავტორო  უფლებები
            როგორც  ყოველთვის, დღევანდელმა დღემაც  საინტერესოდ  ჩაიარა.
                                        მუშაობაში  დრო  სწრაფად  გავიდა

воскресенье, 7 июня 2015 г.

                                                  IV     დღე  (მეორე  მოდული)

დღეს  შეფასების  მათოდებს  გავეცანით . შევადგინეთ  და  დროში  გავწერეთ  შეფასების  გეგმა ეროვნული  სასწავლო  გეგმის  შესაბამისად . ყველაზე  საინტერესო  იყო  პორტფოლიოს  საპრეზენტაციოდ  მომზადება   power point-ში . ძალიან  ლამაზი  გამოვიდა.   სახლში  უკეთესის  გაკეთებაც  შეიძლება...

суббота, 6 июня 2015 г.


                                                   III  დღე  (მეორე  მოდული)

                დღეს   საოცრად  ადვილად  გავაკეთეთ  პროექტის  გეგმის  ნაწილი  , კერძოდ ,
         ბლუმის  ტაქსონომიის  გამოყენებით  ვიმუშავეთ  სტანდარტის  შესაბამისი
         მიზნებისა და  მიზნის  შესატყვისი  მიმართულების  კითხვების  დასმაზე  .
        ვისწავლეთ ბლოგში  ახალი  ჩანაწერის  დამატება  და  არსებულის  კორექტირება  .